четверг, 22 августа 2019 г.

კასტრაცია-სტერილიზაციაზე - კონკრეტულად!



среда, 7 августа 2019 г.

ნამდვილ სიყვარულზე და "თავგადადებულებზე"....

არის კატეგორია, რომელსაც მართლაც, თავი აქვს გადაკლული ცხოველებისთვის - თუმცა
ასეთებს აზრადაც კი არ მოსდით ეს აღნიშნონ... ისინი უბრალოდ უვლიან და ამით ბედნიერები არიან :)

ჩემს უბანში არის რამდენიმე ასეთი ადამიანი - მათი პირიდან არასოდეს გამიგია: "აი მე ამ ქუჩის ცხოველებს მთელი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლის დიდი ნაწილი შევწირე" - და რამე მსგავსი... ისინი უბანში დადიან - სამსახურიდან სახლამდე და პირიქით - გზაში ზაფხულობით წყალი მიაქვთ და რამდენიმე კორპუსთან მათ მიერვე დადგმულ სასმისებს უვსებენ, საჭმელს აჭმევენ, მკურნალობენ, ასტერილებენ, აჩუქებენ, ტვინაბნეული კატეგორიისგან იცავენ... - და ეს ისეთი ჩვეულებრივია.. ეს მათი სიცოცხლის ნაწილია და მათთვის არაფერი განსაკუთრებული....

მე, მაგალითად, სახლში ხომ თავზე მასხედან ფაქტიურად და არის ყეფა-გნიასი, - მაგრამ მაშინ, როცა მაგალითად ბიბლიოთეკაში, ან სადმე წყნარ ადგილას შემეძლო წავსულიყავი სამუშაოდ, მაინც პირდაპირ სახლში მოვიჩქაროდი, რადგან სწორედ ეს გარემოა ჩემი კომფორტის ზონა :) ...

მაგრამ არიან ე.წ. თავგადადებულები :)) -

რომელთა ცხოვრებაში ცხოველები რაღაც ეტაპზე რაღაც მიზეზების გამო მოსავლელ-მისახედი გაუხდათ.. მერე თავზე იმაზე მეტი აიღეს, ვიდრე შეეძლოთ, მერე ამაშიც გამორჩენა იპოვეს (ემოციური, გარკვეულ სფეროში საერთო მოაზრეები თუ ფინანსური) და მოერგნენ სიტუაციას... ეს კატეგორია არც თუ იშვიათად პუბლიკის წინაშე წამებული მონოლოგით გამოდის და მოსთქვამს, რომ თურმე მთელი მათი ცხოვრება ცხოველებს შესწირეს და ხან უსახსრობა აწუხებთ, ხან ჯანმრთელობა, ხან ვერ შველიან მათ, ვიზეც პასუხისმგებლობა აიღეს და ა.შ.  ამათ სულ მინდა ვუთხრა: ვინ გთხოვდათ? რატომ ამადლით ცხოველებს? რატომ ცდილობთ ადამიანები გარკვეულწილად უხერხულში ჩააგდოთ და შეაბრალოთ თავი თქვენივე მიერ საკუთარ ცხოვრებაში გაურკვევლობის გამო?!... ვინმე სხვაა ამაში დამნაშავე? ძაღლი? ადამიანი? დაგაძალათ ვინმემ სიკეთის კეთება? :) ...

ასეთი კატეგორია ან ფსიქიური პრობლემებით ხასიათდება - რომელიც პუბლიკის რეაქციებით იკვებება, ან გამორჩნით - რომელიც აქეთ იყენებს ფსიქიურად მგრძნობიარე პუბლიკის სენტიმენტებს...  ნებისმიერ შემთხვევაში - მათში ცხოველების სიყვარული არ არსებობს..

და ეს ძალიან სამწუხაროა...

суббота, 27 июля 2019 г.

როცა თქვენი დაკარგული ცუგა თავშესაფარში ხვდება! - მნიშვნელოვანი დეტალი!


ჯერ ერთი - ჯარიმები და პატრონის დაბრუნების წესები სახელმწიფოს დადგენილია და არა თავშესაფრის რომელიმე თანამშრომლის!
მეორეც - პატრონს ძაღლი აცრილი უნდა ყავდეს წესით, თუ ედარდება მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რადგან ქუჩაში უამრავი ინფექციაა (ჭირი, ენტერიტი) და მითუმეტეს ნებისმიერ თავშესაფარში! მე პირადად მისაკედლებელ ძაღლსაც კი კომპლექსურზე აცრილს ვაგზავნიდი თავშესაფარში!...
ასე რომ პატრონის დაუდევრობით თუ ძაღლს პრობლემა შეექმნება - მერე არ ღირს განტევების ვაცის ძებნა! - ცოდვა მაინც არ მოასვენებს გინდა თავს ირწმუნებდეს, რომ სხვისი ბრალია! :@
გავუფრთხილდეთ საკუთარ და ქუჩის ცხოველებს! - თუ გვინდა, რომ ელემენტარულად, მშვიდად ვიძინოთ!

воскресенье, 2 июня 2019 г.

1 ივნისს ზოოპარკში ცუგა/ფისოების გაჩუქების აქცია მოეწყო

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ზოოპარკში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით ცუგა/ფისოები გაჩუქდნენ.

ბავშვების გაბრწყინებული სახეები, პატარა ოთხფეხა მეგობრების მომლოდინე თვალები და თბილი სახლის მოლოდინის ახდენით უფრო მეტი სიყვარული იყო გარშემო.

ცხოველები ძალიან კარგმა ადამიანებმა იჩუქეს და დღეიდან ისინი უზომოდ ბედნიერები იქნებიან.

ამ ლამაზ დღეს თავისი ახალი სახლი იპოვა სამმა დიდმა ცუგამ, ერთმა ლეკვუნიამ და ერთმა კნუტმა <3

ჩვენ, ადამიანებს ისე გვიხარია მათი სიხარული... გვაბედნიერებს მათი ბედნიერება <3

მეტ სიკეთეს და მზეს გისურვებთ სულში! - ჩვენს პატარა ოთხფეხა მეგობრებს კი - თბილ სახლს და ტკბილ სიცოცხლეს! <3


 












































ამ ულამაზეს დღეს გაჩუქდნენ:
მეტისი ცუგა, ჰასკი, მეტისი ცუგა, მეტისი ლეკვი და კნუტი <3
დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ მათ <3

суббота, 13 апреля 2019 г.

ნახეთ, როგორი ცუგა-ლეკვი-კატა-კნუტი ჩუქდება მუნიციპალური თავშესაფრიდან....

მუნიციპალური თავშესაფრიდან ეს საოცრებები ჩუქდებიან <3

ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა თავის სიყვარულს და მზეს ატარებს გულით <3

მათ საკუთარი თბილი და ტკბილი სახლი უნდათ და პატრონი, რომელიც ისევე უერთგულებს, როგორც ისინი - პატრონს <3

ნახეთ, როგორი ცუგა-ლეკვი-კატა-კნუტი ჩუქდება მუნიციპალური თავშესაფრიდან.... <3

გააზიარეთ! დაგვეხმარეთ მათ გაჩუქებაში! <3

ვისაც ჩუქების სურვილი აქვს, დარეკეთ ნომრებზე:  2421424,  577 958777. 

/13.04.2019/ 






























ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...