суббота, 6 апреля 2019 г.

გიორგი ექიმი, მოწოდებით ქირურგი და მისი ორი სიყვარული...

ექიმი-ვეტერინარი გიორგი სადათერაშვილი,  თავშესაფარში მისი ჩამოყალიბების დღიდან მუშაობს.
 
სამედიცინო კოლეჯის დასრულების შემდეგ ის ზოოვეტის ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ აქვე გააგრძელა მუშაობა.

აკადემიური დოქტორი ვეტერინარიაში - 2012 წლიდან თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგია.

მას ჰყავს უსაყვარლესი ოჯახი _ მეუღლე და ორი შვილი.

მუდმივად საქმეშია ჩაფლული - თუ სამსახურში არ არის, ,მაშინ კერძო კლინიკაში მუშაობს.

გიორგის ცხოვრებაში ორი განსაკუთრებული სიყვარული აქვს - ქირურგია და მუსიკა <3

რამდენჯერ საოპერაციოს გვერდით ჩამივლია და წამებით შევყოვნებულვარ, რომ იქიდან გამოსული მელოდიისთვის მომეკრა ყური.. - როდესაც იგი მუსიკის ფონზე აკეთებს ოპერაციას... - გიორგი მოწოდებით ქირურგია! :)

მის მიერ ჩატარებული იდეალური ოპერაციების თვალყურის დევნება და მისი გემოვნებით შერჩეული მუსიკის მოსმენა - ორივე ნამდვილი სიამოვნებაა ...

გიორგის დიაგნოზი ყოველთვის ზუსტია და პირადად, მისი, როგორც თერაპევტის, მოცემული დანიშნულებით ძალიან ბევრ ცხოველს დავხმარებივარ განკურნებაში! :)

- ამიტომაც ვენდობი და ვანდობ ჩვენი ბინადრების სიცოცხლეს! <3

 როცა თავად გაიცნობთ ექიმ-ვეტერინარ გიორგის, მიხვდებით, რატომ წარმოგიდგებათ თვალწინ ერთი საყვარელი ზღაპრის გმირი - "მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და ფერ-ხორციანი მამაკაცი.." :))) ....







 









 





Комментариев нет:

Отправить комментарий

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...