вторник, 9 апреля 2019 г.

თავშესაფარში მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე ერთად აღვნიშნეთ!

ყველას ერთი სახლი გვაქვს - დედამიწა :)
და  მზე ყველასთვის ერთია! :)
მზე თუ სიყვარულია, მაშ ჩვენ ერთმანეთს ვათბობთ <3
ჩვენ, ყველას, ვისაც ეს დღე გვახსოვს - ჩაგვიხედია უსახლკარო ცხოველების თვალებში - სადაც მზეები გვიპოვნია, თან წაგვიღია და დღემდე ვუფრთხილდებით! ამიტომ ვეფერებით ყველას ცუგას თუ ფისოს, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, ვისაც უმიზეზოდ ვუყვარვართ და მხოლოდ ერთის იმედი აქვთ - რომ ჩვენც ასევე მივიღებთ და გავუფრთხილდებით <3
მათთვის, ვისაც ცხოველები გვიყვარს - ყველა დღე 4 აპრილია :) თუმცა გამორჩეულად მაინც ერთ დღეს ვირჩევთ და აღვნიშნავთ - როგორც ერთმანეთზე ზრუნვის სამახსოვროს! <3
4 აპრილს მუნიციპალური თავშესაფარი უფრო გათბა, უფრო განათდა.. - სიყვარულით სავსე თვალები, ბევრი-ბევრი მოფერება, ხმაური, ფერები, ბგერები. ცუგები, ფისოები, ბავშვები, დიდები... <3

ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიყავით <3 და მუდამ ასე იქნება! <3






















































Комментариев нет:

Отправить комментарий

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...