четверг, 11 апреля 2019 г.

mad max... - მაქსის "მეორე სიცოცხლე"...

მარტის შუა რიცხვებში ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაკარგული ულამაზესი გერმანული ნაგაზი შემოვიდა..


ვოლიერი მაშინვე ვერ იგუა.. შფოთავდა.. წინ და უკან დადიოდა..

ყურის წვერი თითქოს გაჭრილი ქონდა და ... ვიღაცას სკოჩით მიეწებებინა...

თავიდან ფიცხი და აგრესიული ცუგას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ასე სულაც არ იყო...

როგორც კი გაიაზრა, რომ სადღაც.. შედარებით მშვიდ ადგილას მოხვდა, არავინ ეცილებოდა საკვებში... არავინ უყეფდა და ემუქრებოდა - მაშინვე დამშვიდდა და მთელი დღეები, ვოლიერში თუ სასეირნოში მართლაც თითქოს ფიქრში და მოლოდინში ატარებდა...


ვერ იპოვა პატრონმა...

სამაგიეროდ, გაჩუქებაზე მისი ფოტოს დადებიდან 2 დღეში ეს საოცრება ახალმა პატრონმა "მოიტაცა" :) ....


მაქსი უკვე თავის სახლში ცხოვრობს და ის და მისი პატრონი ზღვის სეზონს ელოდებიან - სავარაუდოდ წყლიდან არ ამოვლენ :))) ...


 მჯერა, თავშესაფრის ბინადრებს ისევე გაუმართლებთ, როგორც მაქსის... <3



Комментариев нет:

Отправить комментарий

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...