среда, 28 августа 2019 г.

ცოფი (Rabies)


რა არის ცოფი?
 
ცოფი უკურნებელი ვირუსული ინფექციური დაავადებაა. იგი აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, შედეგად გამოვლინდება ცოფისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. რაც უფრო მეტად ზიანდება თავის ტვინი მით უფრო მძიმეა კლინიკური ნიშნები

რომელი ცხოველები ავადდებიან ცოფით?
ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრლფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). 

როგორ ხდება ცოფის გავრცელება?
 ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა: შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელიდასხვა) ხორცისმჭამელი ცხოველები. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის დადადორბლის შედეგად. ადამიანის ან ცხოველის დასნებოვნება ასევეშეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
 
რა საფრთხეს წარმოადგენს ცოფი ადამიანებში?
განსაკუთრბით საშიშია ნაკბენი (დადორბვლა,  დაკაწვრა) თავისა და ნერვული დაბოლოებებით მდიდარ ადგილებში. ვირუსის თავის ტვინის უჯრედებში გადასვლის და გამრავლების შემდეგ დაავადება შეუქცევადია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. თუმცა ინფიცირების შემდგომ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ცოფს?
ცოფის დაავადების დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი.  ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება.
ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და ინკუბაციური პერიოდი გაგ რძელდეს რამოდენიმე დღიდან წლამდე (ყველაზე ხშირად 3- 6 კვირა). დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდგომ 2 -10 დღეა, ცხოველს ბოლო სტადიაში უნვითარდება კიდურების, საყლაპავის დამბლა და კვდება

როგორ უნდა მოვიქცეთ ცოფზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
თუკი თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს დაუყონებლივ მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა დაუყონებლივ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა

როგორ ხდება ცოფის დიაგნოზის დადგენა?
ცოფზე დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დაცემული ცხოველის თავის ტვინის გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა ლაბორატორიაში კვლევისათვის შეტანილი იქნას დაცემული ცხოველის თავი, პატარა ცხოველის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ლეში

როგორ ხდება ცოფის მკურნალობა?
ცოფი უკურნებელი დაავადებაა, მის საწინააღმდეგოდ სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ ინკურნება და როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში იძულებით/პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე ყოველთვის სიკვდილით მთავრდება

როგორ ხდება ცოფის პრევენცია და კონტროლი?
მოერიდეთ გარეულ, მოხეტიალე ანუცხო ცხოველებთან კონტაქტს;
ცოფით დაავადებული ცხოველის ლეში ექვემდებარება განადგურებას.
თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
 
რა ღონისძიებებს ანხორციელებს სახელმწიფო ცოფის საწინააღმდეგოდ?
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ცოფის საწინააღმდეგო პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.  ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შეფასებისათვის შერჩევით ხორციელდება ვაქცინირებული ცხოველებიდან სისხლის სინჯების აღება ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის დაჭიმულობის შესწავლის მიზნით. ცხოველებში ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში  ინფექციის კერაში ხორციელდება დაავადების ამთვისებელი ყველა ცხოველის იძულებითი ვაქცინაცია, კერაში წესდება კარანტინი და ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ვეტერინარულ სანიტარული ღონისძიებები.  

წყარო: http://www.oie.int
ეპოდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ  ბაბაკიშვილი, თამარ ბაბაკიშვილი 2012


წყარო


ბ) აუცილებელია დაავადებული  და  დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში;

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...