вторник, 9 ноября 2021 г.

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

 

ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში იმ ცხოველებისგან, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ჩვენ გარდა ქომაგი არავინ ჰყავთ - უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა და ჩვენც ამითვე უნდა ვუპასუხოთ მათ!

იმისთვის, რომ დავიცვათ ცხოველები, რომლეთა სახლიც ქუჩაა და თავადაც უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, საჭიროა, კარგად გავერკვეთ, თუ რას გვთავაზობს სახელმწიფო ამისთვის.

ძაღლი ქუჩაში - პრობლემას წარმოადგენს გარეშეთათვის, რადგან არ არის აცრილი, არის მშიერი, ძუ ძაღლი/კატა აჩენს ლეკვებს წელიწადში რამოდენიმეჯერ - შესაბამისად, ქუჩაში მათი რაოდენობა

იზრდება. აქედან გამოსავალი ზოგს თავშესაფრებში ჩაბარება ჰგონიათ, ზოგს იმ ადგილიდან გაგდება, სადაც ახლა ცხოვრობს, მაგრამ

ერთი რამ გვავიწყდება, რომ თავშესაფარი ყველას ვერ დაიტევს, ხოლო გაგდებული ძაღლის ნაცვლად სხვა, შეიძლება ბევრად ავი მოვიდეს.

ამიტომ, მაგალითად ჩვენს უბანში მცხოვრებ ძაღლებზე ზრუნვა შეგვიძლია იმ ფორმით, როგორიცაა მიხედვა იქვე, უბანში, სადაც ისინი უკვე ცხოვრობენ - ანუ მიკედლება!

მოდით, გავეცნოთ 2015 წლიდან ამოქმედებული ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულარიზაციის მართვის ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან შინაური ცხოველები, კერძოდ, ძაღლები და კატები აღრიცხვის შემდეგ მიიღებენ სტატუსებს:


ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-108
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილის


ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციებისმართვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მეორე პუნქტის "რ" ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს "ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი"  თანახმად დანართისა;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 23 აგვისტოს N9-37 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ";
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის                        გიორგი ალიბეგაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე

დანართ

ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის მოვლაზე და ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე;
ზ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული  ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული  მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა და წინამდებარე წესის შესაბამისად მათი აღზრდა და წვრთნა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით;
თ) ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;

მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია
1. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის ქ. თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) მიკედლებული;
დ) უპატრონო.
2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.





მიკედლების პროცედურას არეგულირებს მხოლოდ მოვლა-პატრონობის წესის ერთი ფრაზა, სადაც წერია, რომ ცხოველი მიკედლებული იქნება (სტატუსი - მიკედლებული. განმარტებული სტატუსი 4 სტატუსიდან. მიკედლებულად ცხოველი ითვლება , შესაბამის ორგანოში მისი სათანადო წესით რეგისტრაციის შემდგომ), ანუ მთელი პროცედურა გულისხმობს მუნიციპალურ თავშესაფარში მოსვლას, ან მაშველი ბრიგადის
მოქალაქეებთან, ადგილზე გამოძახების დროს განცხადების დაწერას (ანუ მიკედლების აქტის შევსებას). როდესაც ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის ჯგუფს მიყავს თავშესაფარში, უკეთებენ სტერილიზაცია/კასტრაციას, ხდება ცოფზე აცრა და მისთვის ბირკის გაკეთება, ივსება სპეციალური მიკედლების აქტი და მიკედლება რეგისტრირებულია ამ მომენტიდან.  შემდეგ ძაღლი ბრუნდება მიკედლებულ უბანში, სადაც მიმკედლებელი განაგრძობს მასზე ზრუნვას.


ცხოველის მიკედლება მეტად აუცილებელი პროცედურაა. მიმკედლებელს განემარტება უფლება-მოვალეობები, როგორც საკუთარი, ასევე მიკედლებული ცხოველის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მიკედლებული ძაღლებისა და კატების უკეთეს პირობებში ყოფნას.



მიიკედლეთ თქვენი უბნის ცხოველები!


გავიგოთ მეტი - ცოდნით ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს დავიცავთ!

 

წყარო: zooklub.ge

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...