четверг, 28 марта 2019 г.

გაზაფხულის დღეები (დღესასწაულები)

მარტი

1     აშშ    ღორის ეროვნული დღე
       კატების საერთაშორისო დღე
       ცხენების დაცვის ეროვნული დღე

3      ველური ბუნების მსოფლიო დღე


13    სამსახურებრივი ძაღლის დღე
        ტაილანდი - სპილოების ეროვნული დღე


14     პეპლების დღე

15     ციყვების დაცვის საერთაშორისო დღე

16     შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების დღე

18     ხანძართან მებრძოლი ძაღლის დღე

20     ვბეღურების მსოფლიო დღე

21     ლეკვის ეროვნული დღე



მარტი      ყველა ცხოველთა მომვლელის თვე




აპრილი

1        ფრინველების საერთაშორისო დღე (ორინტოლოგის დღე)

2        ქრცვინის საერთაშორისო დღე

4        უსახლკარო ცხოველების მსოფლიო დღე

          ვირთხების საერთაშორისო დღე.

10       ცხოველების სასტიკი მოპყრობისგან დაცვის დღე (ცხოველთადამცველი საზოგადოების ASPCA წარმოქმნის დღე)

16       ბაყაყის დღე 


24      ლაბორატორიის ცხოველების დაცვის მსოფლიო დღე; ვივისექციის წინააღმდეგობის დღე (ვივისექცია - ორგანიზმის ფუნქციის კვლევის მიზნით ცხოველებისადმი ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისადმი წინააღდეგობის დღე)

18-24   ლაბორატორიის ცხოველების დაცვის საერთაშორისო კვირეული.

22        დედამიწის საერთაშორისო დღე.

25        პინგვინების მსოფლიო დღე 

26        ბავშვების და შინაური ცხოველების დღე 


აპრილი   -     ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის აღკვეთის თვე. შინაური ცხოველების გულის პარაზიტებთან ბრძოლის თვე. ობობების დაცვის კვირა! აპრილის ბოლო შაბათი - ვეტერინარის მსოფლიო დღე!



მაისი
 

2           თინუსის მსოფლიო დღე


3           შეზღუდული უნარის მქონე ცხოველების დღე

4           ქათმებისადმი პატივისცემის დღე


1-7       შინაური ცხოველებისადმი სიკეთის კვირა


22           ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე.

23           კუს მსოფლიო დღე

25           სელაპის დღე


 

მაისი   -   ძაღლის კბენის თავიდან აცდენის კვირა





















воскресенье, 24 марта 2019 г.

ნოდარი ექიმი - "ყველაფერი მაღალპროფესიონალურ დონეზე"...

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოღვაწე ექიმ-ვეტერინარებს, წლების მუშაობის მანძილზე თითოს, ბარე 5 000 ოპერაცია და მეტი ექნებათ გაკეთებული.

ექიმი ნოდარ მაღრაძე - ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი და შესანიშნავი ადამიანია.

იგი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაარსების პირველი დღიდან მუშაობს.

ყავს შესანიშნავი ოჯახი <3

ასევე ეწევა კერძო პრაქტიკას :) 

აქვს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა :)

ბატონი ნოდარის ერთ-ერთი ფრაზაა: "ყველაფერი მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული"
და
მართლაც, მის მიერ ყველაფერი ყოველთვის მაღალპროფესიონალურ დონეზე კეთდება!:) <3




 

 
   
 

пятница, 22 марта 2019 г.

ოლი...

ეს ოლია
მუნიციპალურ თავშესაფარში პატრონმა ჩააბარა..

თებერვალი იყო და შესცივდა ოლის.. სულშიც შესცივდა.. სიმარტოვე ცივია..
მისი ფოტო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საიტის გასაჩუქებელი ცხოველების განყოფილებაში მაშინვე დაიდო ...
განმარტოვდა ოლი.. გაჩუმდა.. გაავდა ადამიანებზე...
დრო გადიოდა და აღარ აპარებდა კარისკენ თვალს...
ალბათ მიხვდა, რომ პატრონი აღარ მოვიდოდა...
სწორედ ამ დროს ოლის თავშესაფარში ახალი მეგობარი გამოუჩნდა - ჩვენი კინოლოგი ბექა


სწორედ ბექამ დაუბრუნა ოლის ადამიანებში ნდობა და სწორედ მაშინ მოვეფერე პირველად ოლის.. არ დაუღრენია.. ხელი დაყნოსა.. მოვიდა და მომეკრო
ოლის ფოტოებმა კეთილი ადამიანების წყალობით მოიარა ინტერნეტსივრცე და... ძალიან ტკბილ ოჯახში გაჩუქდა.. ....



ოლიმ ისინი პირველი დანახვისთანავე მიიღო ....
ახლა ჩვენი პატარა გოგო თბილ სახლში და ტკბილ ადამიანებში ცხოვრობს ... ეს არის ბედნიერება



 ეს ჩვენი კიდევ ერთი დიდი ბედნიერებაა ....

გაჩუქებული ბედნიერება...

იანვარში, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ტრავმირებული იაგდტერიერი შემოვიდა, რომელსაც სერიოზული ჭრილობა ქონდა მარჯვენა ფერდზე,..
მისი ფოტო ჩვენი საიტის დაკარგული ცუგების განყოფილებაში დაიდო - სამწუხაროდ პატრონმა არ მოაკითხა..

პატრონის ლოდინის ამ 10 დღის პერიოდში ცუგას ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ვეტერინარების მიერ მკურნალობა უტარდებოდა, რამაც შედეგი გამოიღო, იარა დაუპატარავდა და შესაძლებელი გახდა გაჩუქება
შემდეგ მისი ფოტო დაიდო გასაჩუქებელი ცხოველების გვერდზე - და სულ მალე მას ახალი არაჩვეულებრივი პატრონი გამოუჩნდა...

დღეს ეს ხალისიანი ცუნცულა ახალ მოსიყვარულე პატრონებთან ერთად ხონში ცხოვრობს .....


ნახეთ, რა ბედნიერია ცუგა, რომელმაც გამოიარა დაკარგვა, მოლოდინი და თბილი პატრონის და სახლის პოვნის ბედნიერება!


ჩვენც თავშესაფრის პატარა ბინადრებთან ერთად ველოდებით, გვიხარია და ბედნიერები ვართ მათი ბედნიერებით ...

четверг, 21 марта 2019 г.

დაკარგული ლუსის გზა ახალ სახლში...

მთავარია გიყვარდეს! გაუფრთხილდე და არ დანებდე!
ეს ერთი სიმარტოვისთვის განწირული კანე კორსოს ისტორიაა, რომელიც ჯერ ქუჩაში მოხვდა, სადაც რა თქმა უნდა, როგორც ჯიშიანი ცუგების უმეტეს შემთხვევაში ხდება, საკვები ვერ მოიპოვა, უკიდურესად გახდა და დაუძლურდა....
შემდეგ უკვე სიკვდილის პირას მყოფი თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში აღმოჩნდა! _ ვოლიერში შესული კუთხეში დაჯდა, დაიღრინა და თავი მუხლებში ჩამალა...





ამას მოყვა 3 თვე ზრუნვა და მკურნალობა...
ნელნელა ჭამა დაიწყო... დათრგუნული განწყობა სასეირნოში გასვლამ გამოუკეთა... ჩვენ ფსიქოლოგთან მუშაობის მერე აღარც იღრინებოდა....
ყველაზე მეტად სიკეთეს მაშინ გრძნობ, როდესაც ხედავ, როგორ უბრუნდება ცხოველს ადამიანებისადმი ნდობა
-
მოიკეთა გოგონამ, გახალისდა და როცა უკვე გაჩუქების დრო მოვიდა ...

  აქ უკვე კიდევ ერთხელ დაეხმარნენ სრულიად უცნობი ადამიანები თავისი გულისხმიერებით და აქტიურობით - ინტერნეტსივრცეში.. სოცქსელში... - მისი ამბავი გავრცელდა... გავრცელდა და...
გასაჩუქებელი ფოტოების ატვირთვიდან დღენახევარში ეს სიხარული -  გაჩუქდა

მისმა ახლა უკვე პატრონმა ცუგას ფოტოები უბრალოდ ნახა ინტერნეტში, დაწერა, რომ ხვალვე მოვიდოდა და მეორე დილითვე საგარეჯოდან ჩამოვიდა და იჩუქა ეს საოცრება
მუნიციპალურ თავშესაფარში ყველაზე მეტი სითბო მოაქვს სიტყვებს: პატრონს დაუბრუნდა... მიმკედლებელთან გაუშვეს უბანში... გაჩუქდა კარგ პატრონზე... წავიდა თავის თბილ ახალ სახლში ...
ჩვენს თავშესაფარში მცხოვრებ ყველა სულიერს ვუსურვებთ ასეთ ბედნიერებას
მადლობა თქვენ ყველას - ამ ბედნიერების მომტანებს და მონაწილეებს ... - ერთად ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ
-
დართულ ფოტოებში ადვილად მიხვდებით ამ ცუგას ისტორიას მიმდევრობით - როგორი იყო შემოყვანისას, როგორი გახდა მუნიციპალურ თავშესაფარში ზრუნვის შედეგად და როგორია დღეს - უკვე თავის ახალ პატრონთან ერთად

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...