четверг, 21 марта 2019 г.

დაკარგული ლუსის გზა ახალ სახლში...

მთავარია გიყვარდეს! გაუფრთხილდე და არ დანებდე!
ეს ერთი სიმარტოვისთვის განწირული კანე კორსოს ისტორიაა, რომელიც ჯერ ქუჩაში მოხვდა, სადაც რა თქმა უნდა, როგორც ჯიშიანი ცუგების უმეტეს შემთხვევაში ხდება, საკვები ვერ მოიპოვა, უკიდურესად გახდა და დაუძლურდა....
შემდეგ უკვე სიკვდილის პირას მყოფი თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში აღმოჩნდა! _ ვოლიერში შესული კუთხეში დაჯდა, დაიღრინა და თავი მუხლებში ჩამალა...





ამას მოყვა 3 თვე ზრუნვა და მკურნალობა...
ნელნელა ჭამა დაიწყო... დათრგუნული განწყობა სასეირნოში გასვლამ გამოუკეთა... ჩვენ ფსიქოლოგთან მუშაობის მერე აღარც იღრინებოდა....
ყველაზე მეტად სიკეთეს მაშინ გრძნობ, როდესაც ხედავ, როგორ უბრუნდება ცხოველს ადამიანებისადმი ნდობა
-
მოიკეთა გოგონამ, გახალისდა და როცა უკვე გაჩუქების დრო მოვიდა ...

  აქ უკვე კიდევ ერთხელ დაეხმარნენ სრულიად უცნობი ადამიანები თავისი გულისხმიერებით და აქტიურობით - ინტერნეტსივრცეში.. სოცქსელში... - მისი ამბავი გავრცელდა... გავრცელდა და...
გასაჩუქებელი ფოტოების ატვირთვიდან დღენახევარში ეს სიხარული -  გაჩუქდა

მისმა ახლა უკვე პატრონმა ცუგას ფოტოები უბრალოდ ნახა ინტერნეტში, დაწერა, რომ ხვალვე მოვიდოდა და მეორე დილითვე საგარეჯოდან ჩამოვიდა და იჩუქა ეს საოცრება
მუნიციპალურ თავშესაფარში ყველაზე მეტი სითბო მოაქვს სიტყვებს: პატრონს დაუბრუნდა... მიმკედლებელთან გაუშვეს უბანში... გაჩუქდა კარგ პატრონზე... წავიდა თავის თბილ ახალ სახლში ...
ჩვენს თავშესაფარში მცხოვრებ ყველა სულიერს ვუსურვებთ ასეთ ბედნიერებას
მადლობა თქვენ ყველას - ამ ბედნიერების მომტანებს და მონაწილეებს ... - ერთად ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ
-
დართულ ფოტოებში ადვილად მიხვდებით ამ ცუგას ისტორიას მიმდევრობით - როგორი იყო შემოყვანისას, როგორი გახდა მუნიციპალურ თავშესაფარში ზრუნვის შედეგად და როგორია დღეს - უკვე თავის ახალ პატრონთან ერთად

Комментариев нет:

Отправить комментарий

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...