вторник, 9 ноября 2021 г.

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

 

ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში იმ ცხოველებისგან, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და ჩვენ გარდა ქომაგი არავინ ჰყავთ - უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა და ჩვენც ამითვე უნდა ვუპასუხოთ მათ!

იმისთვის, რომ დავიცვათ ცხოველები, რომლეთა სახლიც ქუჩაა და თავადაც უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი, საჭიროა, კარგად გავერკვეთ, თუ რას გვთავაზობს სახელმწიფო ამისთვის.

ძაღლი ქუჩაში - პრობლემას წარმოადგენს გარეშეთათვის, რადგან არ არის აცრილი, არის მშიერი, ძუ ძაღლი/კატა აჩენს ლეკვებს წელიწადში რამოდენიმეჯერ - შესაბამისად, ქუჩაში მათი რაოდენობა

იზრდება. აქედან გამოსავალი ზოგს თავშესაფრებში ჩაბარება ჰგონიათ, ზოგს იმ ადგილიდან გაგდება, სადაც ახლა ცხოვრობს, მაგრამ

ერთი რამ გვავიწყდება, რომ თავშესაფარი ყველას ვერ დაიტევს, ხოლო გაგდებული ძაღლის ნაცვლად სხვა, შეიძლება ბევრად ავი მოვიდეს.

ამიტომ, მაგალითად ჩვენს უბანში მცხოვრებ ძაღლებზე ზრუნვა შეგვიძლია იმ ფორმით, როგორიცაა მიხედვა იქვე, უბანში, სადაც ისინი უკვე ცხოვრობენ - ანუ მიკედლება!

მოდით, გავეცნოთ 2015 წლიდან ამოქმედებული ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულარიზაციის მართვის ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან შინაური ცხოველები, კერძოდ, ძაღლები და კატები აღრიცხვის შემდეგ მიიღებენ სტატუსებს:


ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20-108
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილის


ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციებისმართვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მეორე პუნქტის "რ" ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს "ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი"  თანახმად დანართისა;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 23 აგვისტოს N9-37 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ";
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის                        გიორგი ალიბეგაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე

დანართ

ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის მოვლაზე და ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე;
ზ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული  ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული  მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა და წინამდებარე წესის შესაბამისად მათი აღზრდა და წვრთნა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით;
თ) ვეტერინარული  სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;

მუხლი 4. ცხოველთა კლასიფიკაცია
1. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის ქ. თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) მიკედლებული;
დ) უპატრონო.
2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.





მიკედლების პროცედურას არეგულირებს მხოლოდ მოვლა-პატრონობის წესის ერთი ფრაზა, სადაც წერია, რომ ცხოველი მიკედლებული იქნება (სტატუსი - მიკედლებული. განმარტებული სტატუსი 4 სტატუსიდან. მიკედლებულად ცხოველი ითვლება , შესაბამის ორგანოში მისი სათანადო წესით რეგისტრაციის შემდგომ), ანუ მთელი პროცედურა გულისხმობს მუნიციპალურ თავშესაფარში მოსვლას, ან მაშველი ბრიგადის
მოქალაქეებთან, ადგილზე გამოძახების დროს განცხადების დაწერას (ანუ მიკედლების აქტის შევსებას). როდესაც ძაღლი ცხოველთა მონიტორინგის ჯგუფს მიყავს თავშესაფარში, უკეთებენ სტერილიზაცია/კასტრაციას, ხდება ცოფზე აცრა და მისთვის ბირკის გაკეთება, ივსება სპეციალური მიკედლების აქტი და მიკედლება რეგისტრირებულია ამ მომენტიდან.  შემდეგ ძაღლი ბრუნდება მიკედლებულ უბანში, სადაც მიმკედლებელი განაგრძობს მასზე ზრუნვას.


ცხოველის მიკედლება მეტად აუცილებელი პროცედურაა. მიმკედლებელს განემარტება უფლება-მოვალეობები, როგორც საკუთარი, ასევე მიკედლებული ცხოველის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მიკედლებული ძაღლებისა და კატების უკეთეს პირობებში ყოფნას.



მიიკედლეთ თქვენი უბნის ცხოველები!


გავიგოთ მეტი - ცოდნით ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს დავიცავთ!

 

წყარო: zooklub.ge

вторник, 7 апреля 2020 г.

დავეხმაროთ ქუჩის ცუგებს! გადავატანინოთ საგანგებო მდგომარეობა! ჩვენ ხომ ადამიანები ვართ!

საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის, კომენდანტის საათის გამო ხალხი ვეღარ მუშაობს
იქ - სადაც მუშაობდა და სადაც კვებავდა ქუჩის ცუგებს! (მათ შორის ბაზრობებზე, მაღაზიებში, ... )
ამის გამო ამ დარჩენილმა ცუგებმა დაიწყეს სიარული ქალაქში საკვების საძებნელად! - სადაც უბანუბან მათ სხვა უბნის ცუგები შეხვდნენ, რომლებიც თავის ტერიტორიას იცავენ და მათ გაგდებას ცდილობენ!
ამიტომ ამ დროს! - ამ სრულიად გამონაკლის დროს! - ჩვენ, ვისაც ადამიანები გვქვია - უნდა დავეხმაროთ ამ ცუგებს! ყველა უცხო ცუგას! ქუჩაში შეხვდრიებს, გზად შემხვედრებს! - მათ შიათ!
ჩვენ, ადამიანებმა უნდა დავაპუროთ ის სულიერები, ვისაც შია! დავეხმაროთ იმ სულიერებს - ვისაც უჭირთ!
ამიტომ კარგი იქნება თუ სადაც წავალთ თან ვატარებთ ცუგების საკვებს! ჩვენს მორჩენილ საკვებს! ან პურს მაინც! ჩვენს სახლებთან ახლოს დავყრით ძაღლის საკვებს, ასევე პურს მაინც! ასევე შეგვიძლია უბრალოდ პურები გადავუყაროთ ფანჯრიდან!!!! - მშიერის დაპურება დიდი მადლია! ეს ადამიანობაა, სიყვარულია!
ასეთი გაჭირვების დროს ჩვენ გამოვიცდებით! - ჩვენი ადამიანობა გამოიცდება!
ჩვენ ვართ ადამიანები!
ჩვენ! ადამიანები ვეხმარებით ერთმანეთს და ყველა სულიერს!
ჩვენ! ადამიანები სადაც ვართ - იქ ყველას ექნება საკვები და სიკეთე! ...

понедельник, 21 октября 2019 г.

ვის ეცინება ცხოველების სიკვდილზე...

დღეს ვფიქრობდი - საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ცხოველების სიკვდილზე
რომ მითქვამს დანანებით - დაიღუპა მეთქი, რომელიმეზე, - ნწნწნწ საწყალი... პანაშვიდზე რა ყვავილები მოვიტანოთ... აბა აბა საცოდავი - და მსგავსი ტექსტებიც წამოსულა...
ჰო და გავარტყი ასეთების იუმორს და "მხარდაჭერას"!
სწორედ ამიტომ არ ჩერდება მძღოლი, რომელიც ძაღლს ან კატას გადაუვლის ქუჩაში, ან სადისტის ბავშვის მშობელი აიქნევს ხელს - თქვენი შვილები ატარეთ ფსიქოლოგთანო....
როდესაც სულიერს - სულიერის დაღუპვა არ ადარდებს (იმ დონეზე მაინც, რომ ვაიხუმრობებისგან თავს შეიკავებს და გაჩუმდება მაინც) - ძალიან საეჭვოა, სევდიანია და საშიშია... - აი სად გვაქვს საქმე ცუდად... სად არ გვაქვს სული და სად ვიმსახურებთ ღვთის რისხვას...
მე უსაზღვრო პატივს ვცემ და მიყვარს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ოჯახის სასაფლაოზე მარხავენ შინაურ ბინადრებს, რომლებმაც მათთან ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრეს, უყვარდათ და უერთგულეს!
_
აი ის დანარჩენები კი.... დანარჩენები უბრალოდ იბადებიან და კვდებიან ისე, რომ ღმერთის ნაჩუქარი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ხვდებიან და ვერ გრძნობენ ყველაზე მთავარს! - სიყვარულს და ადამიანობას!

ეცინება!

вторник, 8 октября 2019 г.

თუ ძაღლი/კატა დაგეკარგათ!

არის შემთხვევები, როცა სახლის ძაღლი/კატა იკარგება..

კარიდან გასხლტა, ძუს (ან ხვადს) გაეკიდა...... და არ დაბრუნდა სახლში 1 საათი... 2.... 


ასეთ დროს სასურველია 1 საათიც არ დაელოდოთ, დაუყონებლივ დარეკოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე (+995) 32 2421424 და განაცხადოთ, რომ თქვენი შინაური ბინადარი (ამა და ამ მისამართიდან, ასეთი და ასეთი შესახედაობის, სქესის, ასაკის) დაკარგეთ. 

ეს ზარი დაფიქსირებული უნდა იყოს ცხოველის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრამდე, ამ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ (თავშესაფარში ტრანსპორტირების 50 ლარს და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის 1 დღე 5 ლარი) ხარჯებს. 

 იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საკუთრებაში არსებული ცხოველი არ არის იდენტიფიცირებული (მიკროჩიპი, საჭდე, ტატუ) და რეგისტრირებული და/ან არ გაქვთ გაკეთებული შეტყობინება უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის დაკარგვის შესახებ დაჯარიმდებით ასკ -ს 103 მუხლის 1 ნაწილით 8 ლარიანი ჯარიმით, იგივე ქმედების რეციდივის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იქნება 50 ლარი.
_
ასევე...

მეპატრონე ვალდებულია წელიწადში ერთხელ მივიდეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ან შესაბამის ვეტ კლინიკაში და საკონტროლო რეგისტრაცია გაატაროს, რომ ცხოველი მასთანაა, არ გაუჩუქებია და არც დაკარგულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცხოველი თავშესაფარში მოხვდა და მეპატრონეს საკნტროლო რეგისტრაცია არ აქვს განხორიელებული, ჯარიმდება 8 ლარის ოდენობის ჯარიმით.
_______________________________


Если вы потеряли собаку/кошку! 
Иногда так случается, что пропадают наши домашние животные. В таком случае надо оперативно звонить на номера Мониторинга животных: (+995) 32 2421424 и сообщить что пропал питомец (адрес, цвет, пол, порода). Этот звонок должен быть зафиксирован до того как животное попадет в приют. Тогда вам не придется платить штраф в размере 50 лари , транспортировка и ежедневная передержка в 5 лари в сутки.
Если ваше животное не идентифицировано (чипом, биркой или тату) и не зарегистрировано и/или вы не заявляли о его пропаже, то вы будете оштрафованы суммой в 8 лари, при повторении подобного штраф будет уже в размере 50 лари.
Также: хозяин обязан раз в год регистрировать своего питомца (в ветклинике, в агентсве мониторинга) и сообщать что питомец живет с ним, не продан или подарен и не пропал, в противном случае при попадании животного в приют и отсутствия у него повторной регистрации, хозяин обязан будет заплатить штраф в размере 8 лари.

среда, 28 августа 2019 г.

ცოფი (Rabies)


რა არის ცოფი?
 
ცოფი უკურნებელი ვირუსული ინფექციური დაავადებაა. იგი აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, შედეგად გამოვლინდება ცოფისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. რაც უფრო მეტად ზიანდება თავის ტვინი მით უფრო მძიმეა კლინიკური ნიშნები

რომელი ცხოველები ავადდებიან ცოფით?
ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი (ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრლფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა). 

როგორ ხდება ცოფის გავრცელება?
 ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა: შინაური (ძაღლი, კატა) და გარეული (მელა, ტურა, მგელიდასხვა) ხორცისმჭამელი ცხოველები. ვირუსი დაავადებული ცხოველიდან გამოიყოფა ნერწყვის საშუალებით. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის დადადორბლის შედეგად. ადამიანის ან ცხოველის დასნებოვნება ასევეშეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით.
 
რა საფრთხეს წარმოადგენს ცოფი ადამიანებში?
განსაკუთრბით საშიშია ნაკბენი (დადორბვლა,  დაკაწვრა) თავისა და ნერვული დაბოლოებებით მდიდარ ადგილებში. ვირუსის თავის ტვინის უჯრედებში გადასვლის და გამრავლების შემდეგ დაავადება შეუქცევადია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. თუმცა ინფიცირების შემდგომ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია

რა სიმპტომები (კლინიკური ნიშნები) აქვს ცოფს?
ცოფის დაავადების დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი.  ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა: მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება.
ინფიცირებიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და ინკუბაციური პერიოდი გაგ რძელდეს რამოდენიმე დღიდან წლამდე (ყველაზე ხშირად 3- 6 კვირა). დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდგომ 2 -10 დღეა, ცხოველს ბოლო სტადიაში უნვითარდება კიდურების, საყლაპავის დამბლა და კვდება

როგორ უნდა მოვიქცეთ ცოფზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში?
თუკი თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს დაუყონებლივ მიმართეთ ვეტერინარ ექიმს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში ჭრილობა დაუყონებლივ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა

როგორ ხდება ცოფის დიაგნოზის დადგენა?
ცოფზე დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია დაცემული ცხოველის თავის ტვინის გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა ლაბორატორიაში კვლევისათვის შეტანილი იქნას დაცემული ცხოველის თავი, პატარა ცხოველის შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანი ლეში

როგორ ხდება ცოფის მკურნალობა?
ცოფი უკურნებელი დაავადებაა, მის საწინააღმდეგოდ სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, დაავადება არ ინკურნება და როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში იძულებით/პროფილაქტიკური ჩარევის გარეშე ყოველთვის სიკვდილით მთავრდება

როგორ ხდება ცოფის პრევენცია და კონტროლი?
მოერიდეთ გარეულ, მოხეტიალე ანუცხო ცხოველებთან კონტაქტს;
ცოფით დაავადებული ცხოველის ლეში ექვემდებარება განადგურებას.
თქვენი და შინაური ცხოველების სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია ძაღლისა და კატის ყოველწლიური პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
 
რა ღონისძიებებს ანხორციელებს სახელმწიფო ცოფის საწინააღმდეგოდ?
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ცოფის საწინააღმდეგო პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.  ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შეფასებისათვის შერჩევით ხორციელდება ვაქცინირებული ცხოველებიდან სისხლის სინჯების აღება ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის დაჭიმულობის შესწავლის მიზნით. ცხოველებში ცოფის დაფიქსირების შემთხვევაში  ინფექციის კერაში ხორციელდება დაავადების ამთვისებელი ყველა ცხოველის იძულებითი ვაქცინაცია, კერაში წესდება კარანტინი და ტარდება დაავადების საწინააღმდეგო ვეტერინარულ სანიტარული ღონისძიებები.  

წყარო: http://www.oie.int
ეპოდემიოლოგია და ცხოველთა ინფექციური დაავადებები - ჯემალ  ბაბაკიშვილი, თამარ ბაბაკიშვილი 2012


წყარო


ბ) აუცილებელია დაავადებული  და  დაავადების მხრივ საეჭვო ცხოველის დაუყოვნებლივ იზოლირება და მათი ლიკვიდაცია გარდა იმ ცხოველისა, რომელმაც დაკბინა, დადორბლა ადამიანი ან ცხოველი. ასეთი ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს ღონისძიებანი, რომელიც გათვალისწინებულია დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველის შემთხვევაში;

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...