суббота, 13 апреля 2019 г.

ნახეთ, როგორი ცუგა-ლეკვი-კატა-კნუტი ჩუქდება მუნიციპალური თავშესაფრიდან....

მუნიციპალური თავშესაფრიდან ეს საოცრებები ჩუქდებიან <3

ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა თავის სიყვარულს და მზეს ატარებს გულით <3

მათ საკუთარი თბილი და ტკბილი სახლი უნდათ და პატრონი, რომელიც ისევე უერთგულებს, როგორც ისინი - პატრონს <3

ნახეთ, როგორი ცუგა-ლეკვი-კატა-კნუტი ჩუქდება მუნიციპალური თავშესაფრიდან.... <3

გააზიარეთ! დაგვეხმარეთ მათ გაჩუქებაში! <3

ვისაც ჩუქების სურვილი აქვს, დარეკეთ ნომრებზე:  2421424,  577 958777. 

/13.04.2019/ 






























четверг, 11 апреля 2019 г.

mad max... - მაქსის "მეორე სიცოცხლე"...

მარტის შუა რიცხვებში ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაკარგული ულამაზესი გერმანული ნაგაზი შემოვიდა..


ვოლიერი მაშინვე ვერ იგუა.. შფოთავდა.. წინ და უკან დადიოდა..

ყურის წვერი თითქოს გაჭრილი ქონდა და ... ვიღაცას სკოჩით მიეწებებინა...

თავიდან ფიცხი და აგრესიული ცუგას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ასე სულაც არ იყო...

როგორც კი გაიაზრა, რომ სადღაც.. შედარებით მშვიდ ადგილას მოხვდა, არავინ ეცილებოდა საკვებში... არავინ უყეფდა და ემუქრებოდა - მაშინვე დამშვიდდა და მთელი დღეები, ვოლიერში თუ სასეირნოში მართლაც თითქოს ფიქრში და მოლოდინში ატარებდა...


ვერ იპოვა პატრონმა...

სამაგიეროდ, გაჩუქებაზე მისი ფოტოს დადებიდან 2 დღეში ეს საოცრება ახალმა პატრონმა "მოიტაცა" :) ....


მაქსი უკვე თავის სახლში ცხოვრობს და ის და მისი პატრონი ზღვის სეზონს ელოდებიან - სავარაუდოდ წყლიდან არ ამოვლენ :))) ...


 მჯერა, თავშესაფრის ბინადრებს ისევე გაუმართლებთ, როგორც მაქსის... <3



вторник, 9 апреля 2019 г.

თავშესაფარში მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე ერთად აღვნიშნეთ!

ყველას ერთი სახლი გვაქვს - დედამიწა :)
და  მზე ყველასთვის ერთია! :)
მზე თუ სიყვარულია, მაშ ჩვენ ერთმანეთს ვათბობთ <3
ჩვენ, ყველას, ვისაც ეს დღე გვახსოვს - ჩაგვიხედია უსახლკარო ცხოველების თვალებში - სადაც მზეები გვიპოვნია, თან წაგვიღია და დღემდე ვუფრთხილდებით! ამიტომ ვეფერებით ყველას ცუგას თუ ფისოს, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, ვისაც უმიზეზოდ ვუყვარვართ და მხოლოდ ერთის იმედი აქვთ - რომ ჩვენც ასევე მივიღებთ და გავუფრთხილდებით <3
მათთვის, ვისაც ცხოველები გვიყვარს - ყველა დღე 4 აპრილია :) თუმცა გამორჩეულად მაინც ერთ დღეს ვირჩევთ და აღვნიშნავთ - როგორც ერთმანეთზე ზრუნვის სამახსოვროს! <3
4 აპრილს მუნიციპალური თავშესაფარი უფრო გათბა, უფრო განათდა.. - სიყვარულით სავსე თვალები, ბევრი-ბევრი მოფერება, ხმაური, ფერები, ბგერები. ცუგები, ფისოები, ბავშვები, დიდები... <3

ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიყავით <3 და მუდამ ასე იქნება! <3






















































ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...