среда, 7 августа 2019 г.

ნამდვილ სიყვარულზე და "თავგადადებულებზე"....

არის კატეგორია, რომელსაც მართლაც, თავი აქვს გადაკლული ცხოველებისთვის - თუმცა
ასეთებს აზრადაც კი არ მოსდით ეს აღნიშნონ... ისინი უბრალოდ უვლიან და ამით ბედნიერები არიან :)

ჩემს უბანში არის რამდენიმე ასეთი ადამიანი - მათი პირიდან არასოდეს გამიგია: "აი მე ამ ქუჩის ცხოველებს მთელი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლის დიდი ნაწილი შევწირე" - და რამე მსგავსი... ისინი უბანში დადიან - სამსახურიდან სახლამდე და პირიქით - გზაში ზაფხულობით წყალი მიაქვთ და რამდენიმე კორპუსთან მათ მიერვე დადგმულ სასმისებს უვსებენ, საჭმელს აჭმევენ, მკურნალობენ, ასტერილებენ, აჩუქებენ, ტვინაბნეული კატეგორიისგან იცავენ... - და ეს ისეთი ჩვეულებრივია.. ეს მათი სიცოცხლის ნაწილია და მათთვის არაფერი განსაკუთრებული....

მე, მაგალითად, სახლში ხომ თავზე მასხედან ფაქტიურად და არის ყეფა-გნიასი, - მაგრამ მაშინ, როცა მაგალითად ბიბლიოთეკაში, ან სადმე წყნარ ადგილას შემეძლო წავსულიყავი სამუშაოდ, მაინც პირდაპირ სახლში მოვიჩქაროდი, რადგან სწორედ ეს გარემოა ჩემი კომფორტის ზონა :) ...

მაგრამ არიან ე.წ. თავგადადებულები :)) -

რომელთა ცხოვრებაში ცხოველები რაღაც ეტაპზე რაღაც მიზეზების გამო მოსავლელ-მისახედი გაუხდათ.. მერე თავზე იმაზე მეტი აიღეს, ვიდრე შეეძლოთ, მერე ამაშიც გამორჩენა იპოვეს (ემოციური, გარკვეულ სფეროში საერთო მოაზრეები თუ ფინანსური) და მოერგნენ სიტუაციას... ეს კატეგორია არც თუ იშვიათად პუბლიკის წინაშე წამებული მონოლოგით გამოდის და მოსთქვამს, რომ თურმე მთელი მათი ცხოვრება ცხოველებს შესწირეს და ხან უსახსრობა აწუხებთ, ხან ჯანმრთელობა, ხან ვერ შველიან მათ, ვიზეც პასუხისმგებლობა აიღეს და ა.შ.  ამათ სულ მინდა ვუთხრა: ვინ გთხოვდათ? რატომ ამადლით ცხოველებს? რატომ ცდილობთ ადამიანები გარკვეულწილად უხერხულში ჩააგდოთ და შეაბრალოთ თავი თქვენივე მიერ საკუთარ ცხოვრებაში გაურკვევლობის გამო?!... ვინმე სხვაა ამაში დამნაშავე? ძაღლი? ადამიანი? დაგაძალათ ვინმემ სიკეთის კეთება? :) ...

ასეთი კატეგორია ან ფსიქიური პრობლემებით ხასიათდება - რომელიც პუბლიკის რეაქციებით იკვებება, ან გამორჩნით - რომელიც აქეთ იყენებს ფსიქიურად მგრძნობიარე პუბლიკის სენტიმენტებს...  ნებისმიერ შემთხვევაში - მათში ცხოველების სიყვარული არ არსებობს..

და ეს ძალიან სამწუხაროა...

Комментариев нет:

Отправить комментарий

ძაღლების/კატების მიმკედლებლის მოვალეობა თბილისში

  ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემოა, ჩვენ დაცვას საჭიროებს. ყოველი ერთგული მზერა, სიხარულის გამოხატვა, გამოცდილება სახლში, თუ თამაში...